სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მყოფ საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ოფიციალური დელეგაციის წევრები ჩინეთის ბიზნეს წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს შეხვდნენ.
„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია“- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ძიანგსის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას გააკეთა.
ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა ძიანგსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ მოუწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი ტექსტილის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი წიაღისეულის გადამუშავების სფეროებში გამოთქვეს. საუბარი შეეხო საქართველო - ძიანგსის პროვინციას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი სარკინიგზო კორიდორის გამოყენების საკითხებს. „საქართველო ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ ინტერესს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის მიზნით“, განაცხადა ლიუ ციმ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |