სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა პატივსაცემად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელიპანაშვიდიც გადაიხადეს.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |