სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. სოფელ ამაღლებაში მდინარის ადიდების შედეგად წაღებული ჭოკიანის ხიდი და სოფლების გორასა და საპრასიას დამაკავშირებელი რეაბილიტირებული ხიდი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ გახსნეს.
მუნიციპალიტეტში, ასევე განხორციელდა მდინარე კვინისწყლის კალაპოტის გაღრმავებისა და გაწმენდის სამუშაოები და მოეწყო გაბიონები. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საპრევენციო სამუშაოების შედეგად, კვინისწყლის ადიდების შემთხვევაში, მოსახლეობის დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
ვანის მუნციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრომ 880 000 ლარი გამოყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |