სიახლეები

იმერეთის გუბერნიის საჩუქარი რეგიონის პირველკლასელებს

18 სექტემბერი, 2017

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ქუთაისის ნიღბების თეატრის მხარდაჭერით, იმერეთის მუნიციპალიტეტების პირველკლასელებისთვის, სპექტაკლი "მხიარული ჯამბაზები" გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც პატარებს სწავლის დაწყება მიულოცა და მსგავსი ტიპის აქტივობების გამართვას მომავალშიც დაპირდა.

სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.