სიახლეები

429 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცა

18 სექტემბერი, 2017

ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს დღეს ბინის გასაღები გადაეცა. მათ ახალმოსახლეობა მიულოცეს და გასაღები გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, ქუთაისის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა.