სიახლეები

იმერეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

15 სექტემბერი, 2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და სოფლის რწმუნებულებს, მავნებლის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

აზიური ფაროსანას გასანადგურებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც პირველ ეტაპზე მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვასა და მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას გულისხმობს. მოსახლეობას მცენარეების შესაწამლად შხამ–ქიმიკატებიც გადაეცემა. შეხვედრაზე დამსწრე მიზნობრივ აუდიტორიას ასევე, მავნებელთან საბრძოლველად საჭირო ყველა სხვა რეკომენდაცია და მეთოდი გააცნეს.