სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Camille Bloch-ის სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელს რენე მაიერს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქარველოში შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია მარჯანიძე ესწრებოდა. შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე კომპანია Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |