სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონაძე და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე ქალაქი ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას დაესწრნენ.
ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
გაზიფიცირების პირველ ეტაპზე, ქალაქ ტყიბულში 900 მ სიგრძის დაბალი წნევის გაზსადენი აშენდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარებას 140 ოჯახი შეძლებს.
ქალაქ ტყიბულში გაზიფიცირების პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
ასევე, მიმდინარეობს ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა დამატებით 5 ათასამდე ოჯახს მიეცემა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |