სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და სამტრედიის გამგებელთან ვალერიან ფოცხვერიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ქალაქში რუსთაველის ქუჩაზე არსებული 10 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადებისა და აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საპროექტო ღირებულება 404 625 ლარია. პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა ღანირის თემში, საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებიც დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100 ბავშვზეა გათვლილი და ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტის ღირებულება 193 000 ლარია.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |