სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული აღინიშნა. დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა ბაღდათმა და ადიგენმა შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ეთნო კუთხეები, სადაც მუნიციპალიტეტებში წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია მოხდა.
,,ზეკარი 2017"–ის ფარგლებში გაიმართა დოღი და მოეწყო სპორტული აქტივობები. ასევე, გამოიფინა ჭედური და სახვითი ხელოვნების უნიკალური ნამუშევრები.
ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დღესვე ჟურნალისტებისთვის მედიატურიც მოეწყო და მათ ბაღდათის ტურისტული ზონები დაათვალიერეს.
მთის დღესასწაულის აღნიშვნა გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია კი 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |