სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

8 აგვისტო, 2017

იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორებმა გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი– განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორი ხონის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და 4 დაღუპული გმირის საფლავს პატივი მიაგო.

2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.