სიახლეები

კოოპერატივებისთვის აქტივების საჩუქრად გადაცემის ცერემონია

31 ივლისი, 2017

ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003", „ფიფლ ინ ნიდ" (PIN) – ის კოოპერატივებისთვის აქტივების საჩუქრად გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩისაქართველოშიტომაშ პერნიცკი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ცერემონია ჩატარდა პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ.

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.