სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი - ხარაგაულის დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის ვიცე–გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძესადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარით დაფინანსდა.
იანვარი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |