სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა სოფლების ხრესილისა და ბუეთის დამაკავშირებელი ბრილისას ხიდი, ამ დრომდე აღნიშნული ხიდი საერთოდ არ არსებობდა და საავტომობილო გზით სოფლები ერთმანეთს პირველად დაუკავშირდა. ასევე, ასფალტის საფარი დაიგო მოწამეთა-სორმონის გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზით ორი მუნიციპალიტეტის: წყალტუბოსა და ტყიბულის მცხოვრებლები ისარგებლებენ, რეაბილიტაციის შემდეგ გზაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს კიდევ 14 პროექტი დაფინანსდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |