სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე და მუნიციპალიტეტების კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმერეთის მუნიციპალიტეტების 2018 წლის კულტურის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და საკუთარი ინიციატივები წამოაყენეს. დღესვე, შეხვედრაზე რეგიონში სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობის, გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |