სიახლეები

ხარაგაულის მუზეუმში სახვითი ხელოვნების ახალი დარბაზი გაიხსნა

24 ივლისი, 2017

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის სახვითი ხელოვნების დარბაზი გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდნენ.

40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა. XXI საუკუნის ბუმბერაზი მხატვრის ლევან ცუცქირიძისა და მისი მეგობარი მხატვრების უნიკალური კოლექცია ხარაგაულს სამხატვრო სტუდია „ფრესკა“-ს დამფუძნებლის, მამუკა ცუცქირიძის, ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის მხარდაჭერით, საჩუქრად გადაეცა.

ნამუშევრები ლევან ცუცქირიძის სახვითი ხელოვნების დარბაზში მუდმივად იქნება გამოფენილი. კოლექციაში სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი.