სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე, რეგიონების მასშტაბით მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისს ესტუმრა. მინისტრი იმერთის ვიცე–გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასა და ქუთაისის მერ შოთა მურღულიასთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, პარკის შიდა გზებზე15 000 -მდე ბეტონის ფილა დაიგო, გაკეთდა ბილიკები და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა.
ქალაქში ეს ყველაზე დიდი პარკია, რომელიც რეკრეაციულ ზონას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |