სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, მასშტაბური სამედიცინო აქცია გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა– გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სოფლამდე მისასვლელი გზა ადგილობრივებთან ერთად, საზოგადეობრივი ტრანსპორტით გაიარა და მათ პრობლემებს გაეცნო. უფასო ავტობუსი პერევის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მგზავრებს კვირაში ოთხჯერ ემსახურება.
სამედიცინო აქციას იმერეთის გუბერნატორი მგზავრებთან ერთად შეუერთდა. ღონისძიებას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ელგიზ ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე ესწრებოდნენ. აქციის ფარგლებში ე.წ. საზღვრისპირა და მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა ასობით ადამიანმა ჩაიტარა გამოკვლევები. 10 – მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა. ასევე, პარალელურად c ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობდა. პერევში სამედიცინო აქცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ე.წ. საზღვრისპირას მცხოვრებ მოსახლეობას. ამ მიზნით მათთვის სოფელ პერევში მასშტაბური სამედიცინო აქცია მოვაწყვეთ, ადგილობრივებმა სოფლიდან გაუსვლელად პროფესიონალი ექიმებისგან კონსულტაციები მიიღეს. მადლობას ვუხდი იმ სამედიცინო ცენტრებსა და ადამიანებს, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და მოგვცეს საშუალება ერთად გაგვეკეთებინა სიკეთე ამ ადამიანებისთვის. ჩვენ მსგავსი ტიპის სამედიცინო აქცია წინა წელსაც გვქონდა და ვპირდები მოსახლეობას, რომ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |