სიახლეები

ბაღდათში მაიაკოვსკის დაბადებიდან 124 წლისთავი აღინიშნა

19 ივლისი, 2017

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვლადიმერ მაიკოვსკის დაბადებიდან 124 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას იმერეთში სახელწმიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პოეტის სახლ–მუზეუმში მაიაკოვსკის შემოქმედება გაიხსენეს და მის ნაწარმოებებზე დისკუსია გამართეს. მაიაკოვსკის დაბადებიდან 124 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის ლექსების ახალი კრებულიც გამოიცა, სადაც ის ლექსები შევიდა, რომლებიც აქამდე ნათარგმნი არ ყოფილა.