სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, იმერეთის რეგიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
მხარეებმა 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებსა და "კულტურის სტრატეგია 2025" - ის განხორციელების მოკლევადიანი რეგიონული სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–დედამიწის მეგობრები"–ს მიერ იმერეთში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და იმერეთში სატყეო საკითხებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაც განიხილეს. საკონსულტაციო საბჭოზე ასევე, "კულტურის სტრატეგია 2025" - ის მოკლევადიან რეგიონულ სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |