სიახლეები

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის მადლობა იმერეთის გუბერნატორს

17 ივლისი, 2017

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტიმ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, 20 – წლამდელთა 2017 წლის რაგბის მოსფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის, მადლობის წერილი გამოუგზავნა. ბილ ბომონტი განსაკუთრებულ ყურადღებას სპორტული მოედნების მაღალ სტანდარტებსა და იმ სერვისების ხარისხზე ამახვილებს, რომლითაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა და მათმა წარმომადგენლებმა ისარგებლეს.

"განსაკუთრებული კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო ქალაქ ქუთაისის მნიშვნელოვანი როლი ჩემპიონატის წარმატებაში. ჩემთვის ცნობილია იმ დიდი ძალისხმევის შესახებ, რაც პირადად თქვენ და თქვენმა კოლეგებმა გასწიეთ, რათა თქვენს ქალაქში დაბინავებულ გუნდებს კარგი დახვედრა და ფრიად მაღალი სტანდარტების მასპინძლობა მიეღოთ". – განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტიმ.