სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

21 მარტი, 2015

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქართული ჟურნალისტიკის დღე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს თი ბი სი გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე მიულოცა, სადაც ჟურნალისტების ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები სახლში ესტუმრნენ და ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს ღვაწლმოსილ ჟურნალისტს მანანა ცანავას.