სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. დღეიდან ბუნებრივი აირით სოფელ ისლარის მაცხოვრებლები ისარგებლებენ. კიკნაველიძეების ოჯახში გაზი სიმბოლურად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ და "სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციის დირექტორმა დავით ჯაიანმა აანთეს. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
სოფელ ისლარში გაზსადენის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სულ 60 აბონენტი გაზიფიცირდა. ამჯერად ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები სოფელ ჯაფაროულსა და ბაზალეთში მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |