სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდა თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალია განთავსებული. პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |