სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა , სადაც ერთ მილიონამდე საარქივო საქმე თანამედროვე სტანდარტების საარქივო საცავებში განთავსდება, იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა, საზეიმოდ გახსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობა შეემეტა, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების შესაბამისი თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. შენობის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებისათვის მოეწყო საზაფხულო კინოდარბაზი, სადაც ნაჩვენები იყო ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები „ზღარბი“ და „ბებრები“.
ეროვნული არქივის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2012 წლის მიწურულს გამოაცხადა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურას სამი სრულიად ახალი და ორი რეკონსტრუირებული შენობა შეემატა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |