სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოში, 140 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, 2 ათსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 7 734 243 ლარს შეადგენს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |