სიახლეები

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ხარაგაულში

12 ივლისი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები ასევე, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა, გიორგი ჭიღვარიამ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ დაათვალიერეს.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს ახლადრეაბილიტირებული გზა. 3 კმი–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გზა ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეითებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეტყვილაშიც. სოფლის ცენტრალური გზის 800 მეტრიან მოანკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით ფინანსდება.