სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში კონფერენცია სახელწოდებით ,,ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა. კონფერენციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, დასავლეთ საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |