სიახლეები

შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

8 ივლისი, 2017

დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მედიკოსებს შეხვდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სპეციალური სიგელები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში 16 ღვაწლმოსილი ექიმი დაჯილდოვდა.

მედიკოსებთან შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.