სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის ვიცე–მერი გრიგოლ დალაქიშვილი, ორაგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების„ წარმომადგენლებს პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების სტანდარტების დახვეწის’’ ფარგლებში შეხვდნენ. მხარეებმა ადგილობრივი დღის ცენტრების სტანდარტების გაუმჯობესებისა და შშმ პირთა დაფინანსების გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ორაგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების„ წევრებს თავიანთ საქმიანობაში სრულ მხარდაჭერას და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.
პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების სტანდარტების დახვეწა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP- ის) „საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს საქართველოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |