სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის სპორტის სასახლეში გოგონებში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი 2015 - ი დაიწყო. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ქუთაისის სპორტის სასახლეში მე-3 ჯგუფის საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა და საქართველო.
აღნიშნული შესარჩევი ტურნირი, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში იმართება, ქალაქის სპორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტურნირი მომავალში ხელბურთის, როგორც სპორტის სახეობის, პოპულარიზაციასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს გოგონათა გუნდი უკვე 4 წელია ემზადება თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს კი პირველი ოფიციალური ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ და საკუთარ შესაძლებლობებს მოსინჯავენ. 2015 წლიდან მათ ყოველწლიურად მოუწევთ საქართველოს სახელით გამოსვლა ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |