სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ კუპატაძესთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ხორციედლება საჩხერის გზატკეცილი–სოფელ ზოდის საავტომობილო გზის აღდგენა, პროექტზე 12 ადამიანია დასაქმებული, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთით 2 000 – ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, მიმდინარეობს სოფელ სარქველეთუბნის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც 1 500 ბენეფიციარს მოემსახურება. სოფელ ზოდში კი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ პროექტებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 900 000 – ზე მეტი ლარი იხარჯება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, კაცხის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. პროექტის ღირებულება1430 000 ლარს შეადგენს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |