სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება. საწარმოს გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ტირიხულა“ 2015 წელს ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ” და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია თხილის მოვლა-მოყვანაზე, გადამუშავებასა და რეალიზაციაზე.
ენპარდის პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გრანტის სახით 157833 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები გადაეცა, ხოლო საწარმომ 55000 ლარის თანაინვესტიცია განახორციელა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |