სიახლეები

იმერეთში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე აღინიშნა

23 ივნისი, 2017

იმერეთის რეგიონში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე  დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმში, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი გამართეს, ასევე, ოლიმპიზმის თემაზე შექმნილი ნუმიზმატური დანიშნულების ფულადი ნიშნები და ნახატები გამოიფინა, მოეწყო ტურნირები ჭადრაკში, ბადნიმტონში, კალთბურთსა და ბალახის ჰოკეიში. აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია შეუერთდნენ, რომლებმაც სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

მსოფლიო ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, ორგანიზატორები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი არიან.

ოლიმპიზმის დღე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ოლიმპიური გარბენითა და სხვადასხვა სპორტული ღინისძიებებით აღინიშნება.