სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუთაისის ნიღბების თეატრში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები 250 – მდე სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვისთვის უფასო წარმოდგენა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატარებს ცნობილი ზღაპრებისა და მულტფილმების გმირების ნახვის საშუალება ჰქონდათ, მათ ასევე, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების ორგანიზებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |