სიახლეები

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი გრძელდება

22 ივნისი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს აგრძელებს.

დღეს მხარის გუბერნატორმა პირველ მოადგილესთან პაატა ნადირაძესთან, ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთად, სოფელ ქვიტირში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მოინახულა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 500 000 – ზე მეტი ლარით ფინანსდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ასევე, სოფელ სორმონში, წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.