სიახლეები

სახალხო დღესასწაული თერჯოლაში

17 ივნისი, 2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში სახალხო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 მოქალაქეს, სხვადასხვა დამსახურებისთვის, საპატიო თერჯოლელის წოდება მიენიჭა.

დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმში შეკრებილმა საზოგადოებამ თერჯოლის განვითარების 5 წლიანი გეგმა მოისმინა.