სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა" აკადემიურ წახალისებასა და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენას ისახავს მიზნად. წელს ოქროს მედლები საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს გადაეცა, მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |