სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საჯარო სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი გაკეთდა და შესაბამისად აღიჭურვა. წლების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ, დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს და მოსწავლეები სრულიად განახლებული სპორტული დარბაზით სარგებლობენ. სკოლაში, ასევე მოწესრიგდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, გაკეთდა სანიაღვრეები და ძირითადი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.
2013-2014 წლებში იმერეთის რეგიონში 255 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში გათვალისწინებულია 56 საჯარო სკოლისა და პროფესიული კოლეჯის „იბერია" ორი ფილიალის (ქუთაისსა და ბაღდათში) რეაბილიტაცია, დაგეგმილია 2 სკოლის - სოფელ ზედა ვანისა და სოფელ მუხურას საჯარო სკოლების მშენებლობა, ასევე მომზადდება ორი ასაშენებელი სკოლის (ტყიბულის მე-7 და ზესტაფონის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლების) პროექტები. აღნიშნული სკოლების მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |