სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ავსტრიის ქალაქ სანკტ–პოლტენში უკვე მეორე დღეა რეგიონთა ასამბლეის წევრთა საერთო კრება მიმდინარეობს. კრებას 50 – მდე ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის – იმერეთის რეგიონის დელეგაცია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის გივი ჭიჭინაძისა და ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილის შემადგენლობით.
რეგიონთა ასამბლეის საერთო კრებაზე სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე აირჩიეს ახალი ხელმძღვანელობა: ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და კომიტეტების ხელმძღვანელები.
რეგიონთა ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს შორის, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს როგორც ასამბლეის, ასევე ასამბლეის წევრებს შორის.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |