სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთანნანა ლორთქიფანიძესთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან სიმბოლურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღსაზრდელებმა ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღებში პირობების გაუმჯობესებისთვის, მადლობის სერთიფიკატები გადასცეს.
ამ სახალისო მიღებაზე ბავშვებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ საკუთარი რეგიონისა და ქალაქის პირველი პირები და მათთვის სასურველი კითხვები დაესვათ. გივი ჭიჭინაძემ და შოთა მურღულიამ, აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ აღზრდაში სკოლამდელი დაწესებულებების როლზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურისა და სხვა პირობების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |