სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, "საქაერონავიგაციამ" ფაქტიურ ამინდზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, მეტეო-ოფისის ახალი შენობა გახსნა. შენობა მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი.
მეტეო-ოფისის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია - "UN Studio"-ს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს "რონკომ" 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების -ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს.
შენობაში მეტეო დამკვირვებლის სამუშაო ადგილიც მოეწყო და ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი განთავსდა. ცენტრი ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რომლებიც ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის არის განკუთვნილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |