სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ქუთაისში 26 მაისი მასშტაბურად, სამხედრო ტექნიკის გამოფენით, ყვავილების ფესტივალით, სპორტული აქტივობებითა და სხვა გასართობი თუ სანახაობრივი ღონისძიებებით აღინიშნება.
სამხედრო ტექნიკის გამოფენა იმერეთში სამხედრო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილეებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს.
"იმერეთის რეგიონიდან ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ამ გამორჩეულ და ღირსშესანიშნავ თარიღს. დღემდე ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ის არის რომ საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა".
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |