სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გოგსაძემ, სოფელ შუბანში, სტიქიის შედეგად ჩავარდნილი გზის სავალი ნაწილი მოინახულეს. ამ ეტაპზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტორს მიერ ნიადაგის შესწავლა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ადგილზე შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. მათ სოფელ ფერსათში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული, გიორგი ლილუაშვილის ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი მოინახულეს. ბაღდათში ამ ეტაპზე კიდევ 6 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 10 – ის გადახურვა ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში ასევე, ორმა ახალმა, სოფელ პირველი ობჩისა და ფერსათის, საბავშვო ბაღებმა დაიწყო ფუნქციონირება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია ჯამში 400 000 – ზე მეტი ლარით დაფინანსდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |