სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გრძელდება.
21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ამჯერად, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას აქვს.
დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”ვეფხისტყაოსნის” გადაწერის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძეც შეუერთდა.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |