სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობასა და ბერია ანდრიას საქველმოქმედო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობასა და ჩართულობას ითვალისწინებს. იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გამოთქვეს მზაობა ბერი ანდრიას ფონდთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.
ფონდის ეგიდით ამიერკავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთათვის სასტუმრო სახლის მშენებლობაა დაგეგმილი. სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ. სარეაბილიტაციო სახლი ორი მიმართულებით იმუშავებს: 1. ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს, 2. გვექნება დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას . რეაბილიტაცია მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას, რაც მიიღწევა ბავშვთა და მათ მშობელთა ჩაბმით აქტიურ ცხოვრებაში, ართ თერაპიით, შემეცნებით-გასართობი და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |