სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
მხარეებმა 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. თათბირის მთავარი თემა იყო ასევე, იმერეთის რეგიონში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იმერეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საკონსულტაციო საბჭოზე მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |