სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იმერეთის რეგიონში გრძელდება.საორგანიზაციო კომისიის წევრებმაქვეყნის მთავარი დოკუმენტის რეფორმირების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია ამჯერად ზესტაფონში მიაწოდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი, გიორგი ჭიღვარია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ქვეყნის მთავარ კანონზე მსჯელობა ხვალ სამტრედიაში გაგრძელდება.