სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე – გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშილმა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს. დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს ტექნიკა საოჯახო სამზარეულოსთვის, ფუტკრის სკები, ბოცვრები და მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად საჭირო სხვა რესურსი.
საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810 006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |