სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

9 მაისი, 2017

ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი ქუთაისში მცხოვრებ ომის ვეტერანებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე – გუბერნატორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ,ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა: დიმიტრი მხეიძემ და გენადი მარგველაშვილმამიულოცეს.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. წყალტუბოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე სპეციალური პერფორმანსით აღინიშნა.

იმერეთის რეგიონის მასშტაბით სულ 142 ომის ვეტერანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს 600 ლარი გადაეცა, ვეტერანებისთვის ასევე, თანხებია გამოყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან.